სპანაკოპიტა – უგემრიელესი ბერძნული ღვეზელი ყველი ფეტათი და ისპანახით!

1488
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

სპანაკოპიტა – ბერძნული ღვეზელია, რომლის მთავარი ინგრედიენტები ყველი ფეტა და ისპანახია. დროთა განმავლობაში ამ უგემრიელეს დესერტს სხვადასხვა შიგთავსი ჰქონდა: თაფლის, ბოსტნეულის, თევზის, ხორცის და რა თქმა უნდა, მწვანილის. საბოლოოდ კი, ბერძენმა მზარეულებმა გამოიყენეს ისპანახი და ასე მიიღეს იდეალური ღვეზელის რეცეპტიც!

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი საკონდიტრო ცომი
  • 400 გრამი ყველი ფეტა
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 250 გრამი ისპანახი
  • 30 გრამი მწვანე ხახვი
  • 30 გრამი ოხრახუში
  • 30 გრამი კამა
  • 1 ცალი ხახვი
  • 0.25 ჩ/კ მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:

1ისპანახს ადუღებული წყალი დაასხით და 2 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ. ამ დროის განმავლობაში ხახვი კუბიკებად დაჭერით, მწვანილი კი წვრილად დააქუცმაცეთ.

2ხახვი ზეითუნის ზეთში 5 წუთის განმავლოობაში შუშეთ, დაამატეთ კამა, ოხრახუში, ხახვი და ისპანახი. მოაყარეთ მუსკატის კაკალი, პილპილი და მარილი.

3ცომი ისე მოზილეთ, რომ ქვედა ფენა უფრო გრძელი იყოს, ვიდრე ზედა. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით და ცომის პირველი ფენა მოათავსეთ. ყველი ფეტა და ზემოთ მიღებული ისპანახის მასა ერთმანეთში აურიეთ და ცომზე გადაუსვით. დაადეთ ცომის მეორე ფენა და ისე შეკეცეთ, რომ შიგთავსი არ გადმოიყაროს.

4
ღვეზელს დარჩენილი კარაქი გადაუსვით. აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.