თუ გსურთ, რომ ცომი კარგად აფუვდეს, ეს ცნობილი ინგრედიენტი ჩაამატეთ!

23203
მომზადების დრო: 150 წთ.
სირთულე: საშუალო

ოდესმე მოგიმზადებიათ ცომი არყით? არაყი ერთ-ერთი პოპულარული ინგრედიენტია, რომელსაც კერძების მომზადებისას იყენებენ. ის არამარტო ფერმენტაციას აჩქარებს, არამედ მიკროორგანიზმებს და ბაქტერიებსაც კლავს.

ინგრედიენტები:

  • 30 გრამი საფუარი
  • 1 კგ ფქვილი
  • 200 გრამი კარაქი
  • 3 ს/კ არაჟანი
  • 200 გრამი შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს/კ არაყი
  • 100 მლ წყალი
  • 300 მლ რძე
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1აიღეთ ღრმა ჯამი, საფუარი თბილ წყალში გახსენით. დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი. კარგად აურიეთ. ჩაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ არაჟანის მაგვარი მასა. აურიეთ. დატოვეთ თბილ ადგილას 30 წუთი.

2მანამდე, 180 გრამი შაქარი და კვერცხი ერთმანეთში აურიეთ, მაგრამ არ ათქვიფოთ. ეს მასა დაუმატეთ უვკე აფუებულ ცომს. კარგად აურიეთ და ჩაასხით არაყი, გამდნარი კარაქი და ზეთი. ჩაამატეთ არაჟანი და მარილი.

3როცა ამ ყველაფერს აურევთ, დარჩენილი ფქვილის ნახევარი პორციებად ჩაამატეთ. ასევე პორციებად ჩაასხით თბილი რძე. ცომს სქელი არაჟნის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს.

4მიღებული ცომი ერთი საათი გააჩერეთ. შემდეგ კვლავ დარჩენილი ფქვილი ჩაამატეთ და კვლავ ერთი საათი გააჩერეთ.

ამის შემდეგ ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ.