თუ ვირუსი შეგხვდათ, გამოჯანმრთელებაში ქათმის ეს წვნიანი დაგეხმარებათ

1074
მომზადების დრო: 70 წთ.
სირთულე: საშუალო

როგორც ცნობილია, ქათმის წვნიანი გაციების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო წამალია. ეს ფაქტი მეცნიერულადაც კი დამტკიცებულია. ახლა ზუსტად ასეთი გამაჯანსაღებელი წვნიანის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ბულიონში ქათმის ნებისმიერი ნაწილი გამოიყენოთ. წვნიანი ლამაზი ფერის რომ გამოვიდეს, ხახვი გაუფცქვნელადვე მოხარშეთ. საბოლოოდ კი, მოხარშული კვერცხითა და კარაქით მიირთვით.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ქათამი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 2 ცალი ხახვი
  • 1.5 ლიტრი წყალი
  • 40 გრამი კარაქი
  • 80 გრამი კარტოფილი
  • 50 გრამი ბრინჯი
  • 300 მლ. ნაღები
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1მოამზადეთ ბულიონი: ქათმის ნაჭრები ქვაბში ჩააწყვეთ, დაასხით წყალი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუწიეთ ცეცხლს, ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ჩაამატეთ 1 გაფცქვნილი მთლიანი სტაფილო და ხახვი. ბულიონი 50-60 წუთი ადუღეთ. მოაყარეთ მარილი.

2ბულიონიდან ბოსტნეული და ქათმის ნაჭრები ამოიღეთ. სითხე კი გააცივეთ. ხახვი და სტაფილო გვერდზე გადადეთ. ხორცს კი ძვლები მოაშორეთ. გადადებული ბოსტნეული გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და კარაქში მოხრაკეთ.

3ბულიონის ქვაბში კი ჩაამატეთ გარეცხილი ბრინჯი, გასუფთავებული და დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ. შემდეგ ჩაასხით ნაღები, დაამატეთ ქათმის ხორცი, მოხრაკული ხახვი და სტაფილო. მიღებული მასა დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ სქელი მასა. გადაიტანეთ ქვაბში და კვლავ აადუღეთ. გემრიელად მიირთვით!