უცხიმო კექსი ალკოჰოლიანი ქიშმიშით

1052
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

რბილი შიგთავსის მქონე უცხიმო კექსი თქვენს გულს ნამდვილად დაიპყრობს. ტკბილი, წვნიანი ფორთოხლისა და ალკოჰოლით გაჯერებული ქიშმიშის ერთობლიობა დესერტს განუმეორებელ არომატს ანიჭებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი დიდი ფორთოხალი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 200 გრამი შაქარი
  • 120 გრამი ფქვილი
  • 0.5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი ვანილინი
  • 80 გრამი ქიშმიში + 50 მლ. არაყი + 2 ჩ/კ ფქვილი
  • კარაქი და შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადების წესი:

1ქიშმიში გარეცხეთ რამდენჯერმე, ჩაასველეთ ალკოჰოლში და 2-3 საათით დატოვეთ. ფორთოხალი თბილი წყლით გარეცხეთ, გაფცქვენით. რბილი ნაწილი დაჭერით.

2ქიშმიში გადაწურეთ და ფქვილი მოაყარეთ. კვერცხი და შაქარი 10 წუთის განმავლობაში თქვიფეთ, შემდეგ კი ფქვილს, გამაფხვიერებელსა და ვანილინს პორციებად დაუმატეთ. დიდი, ხის კოვზით კარგად აურიეთ.

3ცომში ფორთოხლის ნაჭრები და ქიშმიში აკურატულად ჩააწყვეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კარაქი გადაუსვით. ზედ ცომი მოათავსეთ. აცხვეთ 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში. როგორც კი გამოცხვება, გააცივეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ.