უგემრიელესი კარტოფილის ლაზანია – ვერავინ მიხვდება, რომ მისი შიგთავსი პიურეა

2086
მომზადების დრო: 60 წთ.
სირთულე: საშუალო

ლაზანია იტალიური სამზარეულოს გამორჩეული კერძია. დღეს მას კარტოფილით შემოგთავაზებთ. ის იმდენად მსუყეა, რომ მთელ ოჯახს დაგანაყრებთ!

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. კარტოფილი
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 250 გრამი ხაჭო
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ცალი ხახვი
  • 500 გრამი საქონლის ხორცი
  • 3 კბილი ნიორი
  • როზმარინი გემოვნებით
  • 2 ცალი პომიდორი
  • 150 გრამი მოცარელა
  • 75 გრამი პარმეზანი
  • 250 მლ. ტომატის სოუსი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1კარტოფილი მოხარშეთ და მისგან პიურე დაამზადეთ> აურიეთ ხაჭოში, დაუმატეთ მუსკატის კაკალი და მარილი. ფარში მზესუმზირის ზეთში შეწვით, ჩაამატეთ ხახვი, ნიორი, პილპილი და როზმარინი. ჩაასხით ტომატის სოუსი, დაამატეთ ნაჭრებად დაჭრილი პომიდვრები.

2მიღებული მასა მრგვალ ფორმაში გადაიტანეთ, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, შემდეგ კარტოფილის პიურისა და ხაჭოს მიქსი გადაუსვით და გახეხილი მოცარელა მოაყარეთ. აცხვეთ 30 წუთზე, 190 გრადუსის განმავლობაში.