უტკბო ბლინები სტაფილოთი და ხახვით – იაფი და მარტივი რეცეპტი

750
მომზადების დრო: 50 წუთი.
სირთულე: საშუალო

დაბრაწული ბლინები ვის არ უყვარს. მისი შიგთავსის უამრავი ვარიანტი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ უტკბო ბლინების მარტივ და იაფ რეცეპტს. ეს უკანასკნელი უზბეკური სამზარეულოს ერთ-ერთი შედევრია. მზადდება სტაფილოსა და ხახვის შიგთავსისგან. გამოდის ძალიან გემრიელი.

ინგრედიენტები:

  • 300 გრამი ფქვილი
  • 150 მლ. წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 300 გრამი ხახვი
  • 500 გრამი სტაფილო
  • ½ ჩ/კ პილპილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 100 მლ. მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1ნახევარი ჩაის კოვზი მარილი თბილ წყალში გახსენით. ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ პირსახოცი და ნახევარი საათით დატოვეთ. ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ეს ორი ინგრედიენტი ზეთში შეწვით.

2ცომი რამდენიმე ნაწილად გაყავით, გააბრტყელეთ ისე, რომ ცხიმწასმულ ტაფაში თავისუფლად ჩაეტიოს. როგორც კი ერთ მხარე შეიბრაწება, გადმოაბრუნეთ და ბოსტნეულის შიგთავსი გადაუსვით, დააფარეთ მეორე გაბრტყელებული ცომი. 1 წუთის შემდეგ, ორივე მათგან ამოაბრუნეთ.

3ზემოდან კვლავ ბოსტნეულის მასა გადაუსვით და მესამე ცომი დააფარეთ. კიდევ ერთი წუთი დააცადეთ და შემდეგ სამივე მათგანი ამოაბრუნეთ. გააგრძელეთ იქამდე, სანამ ცომი გეყოფათ. ამის შემდეგ, ცეცხლი ჩააქრეთ და მხოლოდ 10 წუთს შემდეგ მიირთვით.