უზბეკური ფლავი ქათმით – მიირთვით გემრიელი და ნოყიერი კერძი

3462
მომზადების დრო: 1 სთ
ცხობის დრო: წთ
სირთულე: საშუალო

მოამზადეთ უგემრიელესი უზბეკური ფლავი ქათმით. მიირთვით ძალიან არომატული, გემრიელი და ნოყიერი უზბეკური კერძი.

ინგრედიენტები:

  • 500 გ. ქათმის მკერდის ფილე.
  • 500 გ. ჟასმინის ბრინჯი.
  • 300 გ. ხახვი.
  • 500 გ. სტაფილო.
  • 2 თავი ნიორი.
  • 1 ჩ.კ. სანელებლები.

მომზადების წესი:

1დაჭერით ქათამი ნაჭრებად. ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი ისე, რომ 1 სანტიმეტრით დაიფაროს. დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში. ქათამს მოაყარეთ მარილი და პილპილი და ძეწვით ზეთში, მაღალ ცეცხლზე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და მინიმალურად და გააჩერეთ 30 წუთი

2მსხვილად გახეხეთ სტაფილო. ზევიდან მოაყარეთ ხორცს და კიდევ 20 წუთით გააჩერეთ. გარეცხეთ ბრინჯი, უქენით სურვილისამებრს სანელებლები, კარგად აურიეთ. ახადეთ ქვაბს თავსახური, ჩადეთ ორი თავი ნიორი ( არ გაფრცქვნათ და გარეცხეთ). ზევიდან კი თანაბრად გადაანაწილეთ ბრინჯი. დაასხით წყალი ისე, რომ წყალმა დაფაროს ბრინჯი 5-7 მმ.

3თავსახურს ამოაკარით ტილო და დაახურეთ. გააჩერეთ 30 წუთით. მოხადეთ თავზე, ფრთხილად აურიეთ ბრინჯს, კიდევ 30 წუთი თუშეთ. გამორთეთ ცეცხლი ყველაფერი კარაგდ აურიეთ. აცადეთ გაციება 15-20 წუთი.