უზბეკური წვნიანი, მასტავა, ცხვრის ხორცით – გამოდის ძალიან გემრიელი

1233
მომზადების დრო: 70 წთ
სირთულე: საშუალო

მასტავა (ან მასტობუ) ბრინჯისა და ცხვრის ხორცისგან მომზადებული წვნიანია. ეს უზბეკური კერძია, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. გემოთი ოდნავ უზბეკურ ფლავს მოგაგონებთ, უბრალოდ ესთხევადი სახით გვხვდება. წვნიანის კლასიკური და დიეტური ვარიანტი არსებობს. ხორცი შეგიძლიათ არ დაამატოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ცხვრის ხორცი
  • 300 გრამი კარტოფილი
  • 200 გრამი ბულგარული წიწაკა
  • 300 გრამი ხახვი
  • 100 გრამი პომიდორი
  • 30 გრამი ტომატის პასტა
  • 100 მლ. მზესუმზირის ზეთი
  • 150 მლ. ქათმის ბულიონი
  • ბაზილიკი, კორიანდრი, ძირა, ქინძი გემოვნებით

მომზადების წესი:

1ხორცი დიდ ნაჭრებად, მწვანილი კი წვრილად დაჭერით. კარტოფილი და ხახვი გაფცქვენით და კარგად გარეცხეთ. დაჭერით შემდეგ ინგრედიენტები: კარტოფილი, პომიდორი, ხახვი, სტაფილო და ბულგარული. ბრინჯი თბილ წყალში 20 წუთით ჩაალბეთ.

2ტაფაში ზეთი მაღალ ცეცხლზე შეაცხელეთ. მასში ხახვი შეოქროსფერებამდე შეწვით. დაუმატეთ ხორცი. როგორც კი მისი ფერი შეიცვლება, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ჩაანატეთ ბულგარული და სტაფილო. ამზადეთ 3 წუთის განმავლობაში.

3ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი და მწვანილი. ბულიონში ტომატის პასტა აურიეთ და წვნიანში ჩაასხით. დაელოდეთ ადუღებას. დაამატეთ პომიდვრები და კარტოფილი. ამზადეთ 10 წუთის განმავლობაში. ტაფაში წყალი ისე ჩაასხით, რომ მან მთელი ინგრედიენტები დაფაროს.

4ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ. წვნიანი უნდა ადუღდეს. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ, ჩაამატეთ ბრინჯი. კიდევ 15 წუთის შემდეგ, მასტავა მზად იქნება.