ვაშლის ღვეზელი – გემრიელი, არომატული და მარტივად მოსამზადებელი დესერტი

7544
მომზადების დრო: 20 წთ
ცხობის დრო: 50 წთ
სირთულე: მარტივი

მიირთვით უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი დესერტად. ისიამოვნეთ საოცრად არომატული და გემრიელი ღვეზელით, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები:

  • 2 cups half and half
  • 1 კგ. ვაშლი.
  • 2 ჭ. ფქვილი.
  • 1,5 ჭ. არაჯანი.
  • 150 გ. კარაქი.
  • 1 ჩ.კ. ძმარი.
  • 1 ჭ. შაქარი.
  • ½ ჩ.კ. სოდა.
  • 1 ც. კვერცხი.

მომზადების წესი:

1კარაქი გახეხეთ სახეხზე და შეურიეთ 1,5 ჭ. ფქვილი. დაასხით ნახევარი ჭიქა არაჯანი და კარაგდ ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ სოდა, კიდევ ერთხელ ამოზილეთ. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.

2ვაშლი გათალეთ და ამოაცალეთ შუაგული. დაჭერით ძალიან თხელ მრგვალ ნაჭრებად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულის სათლელი. გააბრტყელეთ ცომი და მიეცით მას ისეთივე ფორმა, როგორი საცხობ ყალიბს აქვს. მოათავსეთ ის ფორმაშიდ ა ზევიდან დაალაგეთ ვაშლის თხელი ნაჭრები.

3ცალკე აურიეთ ერთმანეთში 1 ჭ. არაჯანი, კვერცხი, შაქარი და 2 ს.კ. ფქვილი. ოდნავ ათვიქფეთ. კრემის კონსისტენცია უნდა იყოს ცხიმიანი. კრემი ზევიდან მოასხით ცომსა და ვაშლებს.გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და აცხვეთ ღვეზელი 50 წუთის განმავლობაში.