ხაჭოსა და ქოქოსის ნამცხვარი შაქრის გარეშე

759
მომზადების დრო: 70 წთ.
სირთულე: მარტივი

ხაჭოს ნამცხვრებში ხშირად მანის ბურღულს, შაქარსა და ფქვილს ამატებენ. ეს კერძების კალორიულობას ზრდის. დღეს ჩვენ შედარებით ნაკლებად კალორიული ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ. არომატულ და ტკბილ ხაჭოს დესერტს შეგიძლიათ შოკოლადის გლაზური მოასხათ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ხაჭო
  • 20 გრამი ბრინჯის ფქვილი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 20 გრამი სიმინდის ფქვილი
  • 30 გრამი ქოქოსის ფანტელი
  • მწიკვი ვანილინი
  • სტევია გემოვნებით (თაფლოვანი, ტკბილი მცენარე)

მომზადების წესი:

1ხაჭო და კვერცხი ერთმანეთში აურიეთ, ჩაამატეთ ფქვილი, ვანილინი და ქოქოსის ფანტელის ორი მესამედი. მიღებული მასა ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ და დარჩენილი ქოქოსი მოაყარეთ. აცხვეთ 40-50 წუთი, 150 გრადუსზე.