ხაჭოსა და შოკოლადის უტკბესი ღვეზელი! სიტკბოს მოყვარულებს აუცილებლად მოეწონებათ

4404
მომზადების დრო: 45-60 წთ.
სირთულე: საშუალო

თუ ცხოვრება შოკოლადის ან ტკბილის გარეშე არ წარმოგიდგენიათ, უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ის სწრაფად და ყველასთვის ნაცნობი ინგრედიენტებით მზადდება!

ინგრედიენტები ხაჭოს ბურთულებისთვის:

  • 300 გრამი ხაჭო
  • 4 ს/კ ფქვილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 60 გრამი შაქარის პუდრა
  • 50 გრამი ქოქოსის ფანტელი

    ინგრედიენტები ცომისთვის:

    • 200 გრამი ფქვილი
    • 3 ცალი კვერცხი
    • 150 გრამი შაქარი
    • 150 მლ რძე
    • შავი შოკოლადის ფილა
    • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
    • 2 ს/კ სახამებელი
    • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
    • ვანილინი, მწიკვი მარილი გემოვნებით

      ინგრედიენტები შოკოლადის გლაზურისთვის:

      • შავი შოკოლადის ფილა
      • 2 ს/კ შაქარი
      • 20 გრამი კარაქი
      • 40 მლ რძე ან ნაღები

      მომზადების წესი:

      1ხაჭო საცერში გაატარეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ისე, რომ თეთრი ფერის მასა მიიღოთ, შემდეგ კი ხაჭოს დაუმატეთ. ჩაამატეთ ფქვილი და ქოქოსის ფანტელები. კარგად აურიეთ. მოზილეთ საშუალო ზომის ბურთულები. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი გადააფარეთ, ცხიმი გადაუსვით და ბურთულები მასში ჩააწყვეთ.

      2ცომის მოსამზადებლად ფხვიერი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ, რძე კი ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ კი მასში წვრილად დაჭრილი შოკოლადი ჩაყარეთ. აურიეთ იქამდე, სანამ შოკოლადი არ გადნება.

      3კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან განაცალკევეთ. გული და შაქარი ერთად კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ შოკოლადი-რძის მასა და კარგად აურიეთ. ჩაამატეთ ფხვიერი ინგრედიენტები და მიქსერით აურიეთ. თუ გამოვიდა სქელი ცომი, ცოტაოდენი რძე ჩაამატეთ.

      4კვერცხის ცილა კი მარილს შეურიეთ, ცომში ჩაამატეთ და კოვზით კარგად აურიეთ. ცომი ხაჭოს ბურთულებზე ისე დაასხით, რომ ცარიელი ადგილები ამოივსოს. აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

      5სანამ ღვეზელი გაცივდება, შოკოლადის გლაზური მოამზადეთ. შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ნაღები ან რძე, შაქარი და კარაქი. კარგად აურიეთ, მიღებული გლაზური ღვეზელს მოასხით.