ყაბაყი ბრინჯით და პომიდვრით – მსუბუქი და მარტივი კერძი

9036
მომზადების დრო: 30 წთ
ცხობის დრო: 20 წთ
სირთულე: მარტივი

მიირთვით უგემრიელესი ყაბაყი ბრინჯითა და პომიდვრით. ისიამოვნეთ ნოყიერი და საოცრად გემრიელი კერძით.

ინგრედიენტები:

  • 4 ყაბაყი.
  • 4 პომიდორი.
  • 200 გ. თინუსის კონსერვი.
  • 1 კონა რეჰანი.
  • 3 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები.
  • 3 ს.კ. არაჟანი.
  • 1 კვერცხი.
  • 1 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი.
  • 200 გ. ბრინჯი
  • 60 გ. კარაქი.
  • პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე, ამოაცალეთ გული და დაჭერით კუბებად.გააცალეთ პომიდორს კანი და დაჭერით წვრილ კუბიკებად. დასრისეთ თინუსი და რეჰანი წვრილად დაჭერით. ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი პომიდვრის ნახევარი, რეჰანი, ყაბაყის გული, სიმინდი და თინუსი. დაუმატეთ კვერცხი არაჟანი, პილპილი და მარილი.

2მიღებული ფარშით გატენეთ ყაბაყის ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. ამასობაში, მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი. დაუმატეთ დარჩენილი პომიდორი და წამოადუღეთ. დაუმატეთ კარაქი.ყაბაყი და ბრინჯი მორთეთ მწვანილით და ერთად მიიტანეთ სუფრასთან