ყავისა და რძის ჟელე რომანტიკული ვახშმისთვის

973
მომზადების დრო: 40 წთ
სირთულე: საშუალო

ლამაზი დესერტი უმაგრესი ყავისა და რძის გემოთი რომანტიკული ვახშმისთვის იდეალური გადაწყვეტილება იქნება. ამ გემრიელობის მოსამზადებლად დიდი დრო არ დაგჭირდებათ, რეზულტატად კი მიიღებთ იმას, რომელიც ნებისმიერი ტკბილის მოყვარულს მოეწონება. ამ გემრიელი დესერტის გაფორმება თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები ხილის ფენისთვის:

  • 250 გრამი რძე
  • 200 მლ. ხსნადი, მომზადებული ყავა
  • 2 ჩ/კ შაქარი (ან გემოვნებით)
  • 15 გრამი ჟელატინი (სწრაფად ხსნადი)
  • 50 მლ. წყალი
  • კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი მოსართავად

მომზადების წესი:

1ჟელატინს 50 მლ. ცივი წყალი დაასხით და ასაფუებლად ცოტა ხნით გააჩერეთ. მოამზადეთ ხსნადი ყავა: 2 ჩაის კოვზ ყავასა და 2 ჩაის კოვზ შაქარს ადუღებული წყალი დაასხით. მოურიეთ და გასაცივებლად დატოვეთ.

2რძე შეათბეთ, ჩაამატეთ შაქარი და აურიეთ. ჩაასხით აფუებული ჟელატინის ნახევარი, შემოდგით დაბალ ცეცხლზე, დაელოდეთ, როდის გაიხსნება ჟელატინი, არ აადუღოთ!

3მიღებული მასა განიერ ჭიქებში ჩაასხით და მაცივარში 30 წუთით შედგით. დარჩენილი ჟელატინი კი ყავას დაუმატეთ და კვლავ ცეცხლზე შემოდგით. არ აადუღოთ. როგორც კი რძის ფენა გაცივდება, ყავის ფენა დაასხით და მაცივარში შედგით.

4ამგვარი რძისა და ყავის ფენებით ჭიქები გაავსეთ და მაცივარში შედგით. დაელოდეთ 3-4 საათი. როგორც კი მაცივრიდან გამოიღებთ, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.