ყველისა და ბეკონის ფუნთუშები – მოახდინეთ ფურორი ნებისმიერ სიტუაციაში

744
მომზადების დრო: 75 წთ
სირთულე: საშუალო

ჩვენ ტკბილეულს შევეჩვიეთ. არსებობს უამრავი ტკბილი ფუნთუშა, ორცხობილა, ბისკვიტი, ღვეზელი, რულეტი თუ ტორტი. თუმცა, ზოგჯერ, ზედმეტი ტკბილიც მოსაბეზრებელია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი ზუსტად ამისთვისაა. ეს არის ფუნთუშა ყველის შიგთავსით. გამოდის იმდენად გემრიელი, რომ გულგრილი არცერთი დარჩებით.

ინგრედიენტებ:

  • 7 გრამი საფუარი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 350 გრამი ფქვილი
  • 250 მლ. წყალი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 300 გრამი ბეკონი
  • 250 გრამი ყველი

მომზადების წესი:

1წყალი, შაქარი და საფუარი ერთმანეთში აურიეთ. 10 წუთი თბილ ადგილას დატოვეთ. ცალკე ფქვილი და მარილი აურიეთ, ჩაამატეთ საფუარისა და შაქრის მიქსი, ასევე ჩაასხით ზეითუნის ზეთიც. მოზილეთ ცომი. გადაუსვით კარაქი, დააფარეთ პირსახოცი და ერთი საათი თბილ ადგილას გააჩერეთ.

2ბეკონი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით. 100 გრამი ყველი კუბიკებად დაჭერით, დარჩენილი ყველი კი გახეხეთ. კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ.

3ცომი 8-12 ნაწილად გაყავით. თითოეულ მათგანში ყველის ერთი კუბიკი ჩადეთ და გვერდები შეუკეცეთ. ფუნთუშებს კვერცხი გადაუსვით, მოაყარეთ ბეკონი და ყველი. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და ფუნთუშები მასზე გადაიტანეთ. აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე.