რატომ კულინარიუმი?

დავიწყოთ ცომით

ცომის მოსამზადებლად შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის ფქვილის გამოყენება. ინფორმაცია ფქვილის ხარისხის შესახებ ყოველთვის დატანილია მის შეფუთვაზე. არსებობს 1-ლი, მე-2 და უმაღლესი ხარისხის ფქვილი. მათ შორის ყველაზე კარგი უმაღლესი ხარისხის ფქვილია, რომელსაც ვიყენებთ ცომის მოსამზადებლად.

ცომი იზილება ჰოლანდიური ბრენდის, MAXIMA-ს ცომსაზელში, რაც მაღალი ხარისხის ცომის მიღებაში გვეხმარება.

მოზელილი ცომი მუშავდება უჟანგავი ფოლადის ბარაბნებისგან დამზადებულ პრესში, რაც სასურველი სტრუქტურის საბოლოო სახით მიღებაში გვეხმარება

დაპრესილი ცომი ბრტყელდება, უჟანგავი ფოლადის ბარაბნებისგან დამზადებულ ელექტრო-საბრტყელებელში, რაც მისი დამუშავების ბოლო ეტაპს წარმოადგენს.

ხორცი

ხორცპროდქტების მოსამზადებლად ვიყენებთ ნედლ ხორცს. ხორცის მომწოდებელი გვაწვდის ბეჭის რბილ ხორცს ძროხისგან, ხოლო ფერდის რბილ ხორცს ღორისგან. ხორცთან ერთად მომწოდებელი მუდმივად გვაწვდის ფორმა N2-ს, რაც ადასტურებს ნედლეულის ხარისხიანობასა და უვნებლობას.

ხორცი მუშავდება ჰოლანდიური ფირმა MAXIMA-ს ხორცსაკეპში, რაც საშუალებას გვაძლებს მივიღოთ სასურველი სტრუქტურის ფარში.

ყველი

ჩვენს ნახევარფაბრიკატებში ვიყენებთ მხოლოდ ნაკლებ მარილიან იმერულ ყველს საჩხერიდან. მომწოდებლის ფერმაში არსებული საქონელი მუდმივად გადის ვეტერინარულ შემოწმებას, პროდუქტი კი ლაბორატორიულ კვლევას.

გაყინვის ტექნოლოგია

ჩვენს საწარმოში მომზადებული ნახევარფაბრიკატები იყინება ჰოლანდიური ფირმა MAXIMA-ს შოკ მაცივარში. საკვების გაყინვის თანამედროვე (შოკური) მეთოდი ხელს უშლის პროდუქტში ბაქტერიის გამრავლებას, უნარჩუნებს პროდუქტს გემოვნურ თვისებებსა და ხარისხს.